ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა.
ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
მატჩის 47-ე წუთზე ანგარიში ნიკო უილიამსმა გახსნა ლამინ იამალის საგოლე პასით, კოულ პალმერმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრა, საჩემპიონო გოლი კი მატჩის 86-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.
დარჩენილ დროში ინგლისელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ესპანეთის არც ნაკრები და არც კლუბი 2001 წლიდან მოყოლებული დიდი ტურნირის ფინალში არ დამარცხებულა.
ეს გუნდები ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ინგლისმა მატჩი პენალტების სერიაში მოიგო (4:2).
კომენტარები