მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს არის დისკრიმინაცია, სექსიზმი, ისეთ ჯარიმას იმსახურებს, მეტი მსგავსი რომ აღარ გააკეთოს!”

“ეს არის დისკრიმინაცია, სექსიზმი, ისეთ ჯარიმას იმსახურებს, მეტი მსგავსი რომ აღარ გააკეთოს!”

ქუთაისში, საცხობი  “ელვას” მიერ დიეტური  პურის შეფუთვაზე დახატულ ფოტოს კომპანიის მიმართ საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

ფოტო სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თათია ახვლედიანმა გაავრცელა.

“ეს არის დისკრიმინაცია, სექსიზმი, გაუნათლებლობა, ძალიან დაბალი დონე და წესით ისეთ ჯარიმას იმსახურებს, მეტი მსგავსი რომ აღარ გააკეთოს! ელვა და მეხი თქვენ!”- წერს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” მზად არის საცხობ “ელვას” სურვილის შემთხვევაში საპასუხო კომენტარი-პოზიცია გააშუქოს.

 

კომენტარები