მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და გადაცემა “სახალხო კონტროლის” წამყვანი მადონა კოიძე ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მან “მწვანე ბაზარში” არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები შეამოწმა და განაცხადა, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს.
მას ცენტრალურ ბაზარში დაბინძურებული მაცივრები, დარღვეული შენახვის პირობები და ანტისანიტარია დახვდა.
მადონა კოიძემ ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ კერძო დასაქმებულების მიმართ როგორ პირობებში ყიდიან ისინი, როგორც ხორცს, ასევე რძის ნაწარმს, ხილსა და ბოსტნეულს.
კომენტარები