ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ რესტორან “სანაპიროში” გადაცემა “სახალხო კონტროლის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
“საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის” თავმჯდომარე მადონა კოიძემ სამზარეულოს დათვალიერებისას განაცხადა, რომ ადგილზე სრული ანტისანიტარია ნახა.
“ახლა რომ ალაგებთ, ჩემს მოსვლამდე დაგელაგებინათ, იატაკი ბინძურია, გამწოვი საშინელებაა, გაზქურა და ფანჯრები კატასტროფულად ბინძურია. აქ არის კოშმარი, ვაიმე, გასაცხელებელი კუჭმაში სად ყრია, ღმერთო, ეს რა ხდება, ერთადერთი, რაც მომწონს, მაგიდები და ჭურჭლის სტელაჟებია. აქ ისეთები ხდება, კივილით უნდა დავაგნგრიო ყველაფერი. ამას შეხედეთ, აჩმას კონდესატი აწვიმს”, – განაცხადა მადონა კოიძემ, გადაცემა “სახალხო კონტროლში” საუბრისას.
კომენტარები