მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს არის პროცესი, რომელიც რიკოთზე სამწუხაროდ, დიდი ხანი გაგრძელდება, ახლა ამის შეჩერება შეუძლებელია”

“ეს არის პროცესი, რომელიც რიკოთზე სამწუხაროდ, დიდი ხანი გაგრძელდება, ახლა ამის შეჩერება შეუძლებელია”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე 24 აგვისტოს რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო შექმნილ საგზაო კოლაფსს ეხმაურება.

მისი თქმით, პროცესი ბუნებრივი სტაბილიზაციისკენ წავა და გრავიტაციის გამო შემდეგში აუცილებლად მეწყრებს გამოიწვევს.

“უკვე ცხადია ყველას, არაპროფესიონალსაც უჩნდება შიშის შეგრძნება იმ კუთხით, რომ გადაადგილება უსაფრთხო არაა, ფერდები კარაქივითაა ჩამოჭრილი, რაც უსაფრთხოდ ნამდვილად არაა. ეს არის პროცესი, რომელიც სამწუხაროდ, დიდი ხანი გაგრძელდება, ეს არ უნდა გამოგეწვიათ, თორემ ახლა ამის შეჩერება შეუძლებელია. ბუნებრივი სტაბილიზაციისკენ წავა პროცესი, რაც რა თქმა უნდა, გრავიტაციის გამო აუცილებლად შემდეგში მეწყრებს გამოიწვევს”, – განაცხადა გოდოლაძემ.

24 აგვისტოს რიკოთზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

კომენტარები