მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს არის უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები, ყველგან კორუფცია მძვინვარებს”

“ეს არის უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები, ყველგან კორუფცია მძვინვარებს”

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში მთის ფერდის ბეტონით მოპირკეთება მოხდა, თუმცა გაწვიმების შემდეგ, ბეტონის მასა ჩამოიშალა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მეწყრულმა პროცესმა დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს არის უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები.

“უხარისხოდ რატომ სრულდება სამუშაოები, იმიტომ, რომ კორუფცია მძვინვარებს, რომელშიც ჩართულია ყველა – მაღალი ეშელონებიდან დაწყებული. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე”, – აცხადებს ხარაგაულის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თორნიკე ავალიშვილი.

კომენტარები