მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ქუთაისის მერს გადადგომას აიძულებენ”

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ქუთაისის მერს გადადგომას აიძულებენ”

ქუთაისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის გადადგომას ეხმაურება.

მისი თქმით, ქალაქის მერის თანამდებობა სატელეფონო ზარით ან პარტიის ოფისში დაბარებით არ უნდა წყდებოდეს.

“მინდა გამოვეხმაურო ქალაქ ქუთაისის მერის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ქუთაისის მერს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებენ.

პოლიტიკური შეუთავსებლობის მიუხედავად, ჩემთვის მიუღებელია ქალაქის მერის თანამდებობა სატელეფონო ზარით ან პარტიის ოფისში დაბარებით წყდებოდეს.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ძირეული რეფორმა, რათა მსგავსი ფაქტები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღარ განმეორდეს”, – წერს არჩაია.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. მისი თქმით, მუშაობას თბილისში გააგრძელებს და პარტიული საქმიანობით დაკავდება.

 

კომენტარები