მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე, ეს არის პროტოკოლის დარღვევა”

“ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე, ეს არის პროტოკოლის დარღვევა”

არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

” პროტოკოლი არის სახელმწიფოს საყრდენი. თუ არადა იწყება გაუთავებელი – მე პირველი ვარ, შენ მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია, არაფერი მწყის ამ ქვეყანაში და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და შემდეგ – პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება არცერთ ქვეყანაში. ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას.

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი. რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. ამისთვის, სხვათა შორის, მე ვეცადე, სამი წელია, რომ ერთი პროტოკოლის უწყება, კოორდინაცია შეგვექმნა სხვადასხვა სამინისტროების, ყველასთან, თუნდაც საპატრიარქოსთან ერთად და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საყრდენი, მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას აქვს თავისი რაღაც კერძო პატარა ამბიციები.

პროტოკოლი ასევე არის საერთაშორისო დონეზე პატარა სახელმწიფოების მთავარი დაცვა. თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ საერთაშორისო შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის რაღაც ისე გამოგონებული, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას და ამბიციებს მოერგოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები