მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ჩვენ შვილებს არ მოუწიოთ რუსულ ჭაობში ცხოვრება”

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ჩვენ შვილებს არ მოუწიოთ რუსულ ჭაობში ცხოვრება”

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ჩვენ შვილებს არ მოუწიოთ რუსულ ჭაობში ცხოვრება”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს წევრი გიგა შუშანია ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კანონპროექტი კანონად არ უნდა იყოს მიღებული.

“მოქმედების დროა! ევროპა ჩვენი სახლია! არა რუსულ კანონს! არა რუსეთს”, – წერს გიგა შუშანია.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

კომენტარები