ქუთაისელი სპორტსმენი ამიკო ადამაძე ორგზის ევროპის ჩემპიონი გახდა.
ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნება უშუ სანდაში გაიმართა.
22 წლის სპორტსმენმა საკუთარი გამარჯვება გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.
“ეს გამარჯვება ეძღვნება ჩემს გარდაცვლილ ძმაკაცს და ბავშვობის მეგობარს. ძალიან მიხარია, რომ ოქროს მედლით ვბრუნდები სამშობლოში”, – აცხადებს “ინფო იმერეთთან” საუბრისას ამიკო ადამაძე.
ათენში ჩატარებულ ჩემპიონატში ამიკო ადამაძემ (90+) ოქროს მედალი, მანუჩარ კვაშილავამ (60+) ოქროს მედალი, შოთა გოგრიჭიანმა (65+) ოქროს მედალი და გიორგი ბექაურმა (70 +) ბრინჯაოს მედალი მიიღეს.
კომენტარები