მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს კეთილი ქალბატონი გამოგვყვა, კაი ხანი იარა… არსებობს კიდე ასეთი ხალხი”

“ეს კეთილი ქალბატონი გამოგვყვა, კაი ხანი იარა… არსებობს კიდე ასეთი ხალხი”

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში ტურისტს საფულე დარჩა.

საპირფარეშოს მეთვალყურე მას შემდეგ რაც საფულე შენიშნა, ტურისტებს გაეკიდა და დაკარგული ნივთი გადასცა.

“ქუთაისის პარკში საპირფარეშოში შევიყვანე ჩემი ტურისტები. მერე გავაგრძელეთ სიარული. ეს კეთილი ქალბატონი გამოგვყვა, კაი ხანი იარა, რადგან უკვე შორს ვიყავით. მოვიდა ჩემთან და მეუბნება: აბა კითხე ვინ დაკარგა “პორტმონეო”.

ხოდა რისი თქმა მინდა. არსებობს კიდე ასეთი ხალხი. მადლობა მას”, – წერს გიდი სოციალურ ქსელში.

კომენტარები