მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ეს მოთხოვნები ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება”

“ეს მოთხოვნები ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე წამოყენებული მოთხოვნები ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, ამ გაწვდილი ხელის აბსოლუტური უარყოფა და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებსაც ხალხმა არაერთხელ უთხრა, რომ მათ არასდროს აირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნათლად დაინახავს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – აცხადებს სუბარი.

კომენტარები