მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ეს ძალმომრეობაა მერე, რაც ახალისებს იმ სისასტიკეს, რომელიც ხდება ყოველდღიურად”

“ეს ძალმომრეობაა მერე, რაც ახალისებს იმ სისასტიკეს, რომელიც ხდება ყოველდღიურად”

პოლიტიკოს გოგი წულაიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას არანაირი ადამიანის უფლებების დაცვა არ აინტერესებს.

წულაია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სამკურნალოდ გადაყვანის საშუალება.

“ის, რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო მარაზმი. ვინ დაგვწყველა არ ვიცი. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ეს ძალმომრეობაა მერე, რაც ახალისებს იმ სისასტიკეს, რომელიც ხდება ყოველდღიურად. თოფი მაქვს, გერევი, მაშინ მოვკლათ. რა თქმა უნდა, მიხიელ სააკაშვილი უნდა გაუშვან სამკურნალოდ და ის არ უნდა გასამართლდეს მურუსიძისთ სასამართლოთი”, – განაცხადა გოგი წულაიამ , “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.

კომენტარები