ქუთაისის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დღეს ის ექიმი გამოკითხეს, რომელსაც 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი ორსულის გარდაცვალებაში ადანაშაულებს.
ავთანდილ მამაგეიშვილი გამომძიებლების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ასევე მან საგამოძიებო ორგანოში ნარკოლოგიური ცნობაც წარადგინა, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მომენტში ის შესაძლოა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო.
19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 19 დეკემბერს შეიყვანეს, საკეისრო კვეთის შემდეგ მას გული გაუჩერდა, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.
მისი ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და გამოძიების დასრულებამდე მათი საქმიანობის შეჩერებას მოითხოვს.
კომენტარები