უფლებადამცველი ვალერი გელბახიანი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს. ის სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკოს გოგი წულაიას შეწყალებას სთხოვს.
უფლებადამცველის თქმით, გოგი წულაია დღეს სჭირდება ოპოზიციას და ქუთაისს.
“მივმართავ თხოვნით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ბატონმა გოგიმ იცის ყველანაირი ქუჩის ტექნოლოგიების აქცია-პერფორმანსები. შეიწყალეთ, ჩამოვა დაეხმარება ოპოზიციას. ის არის დევნილი, უკანონო დევნაშია. ჩაუდეს ისეთი რაღაცა, რაც ყურებს არ გაეგონება, შეიწყალეთ და ის ბევრ რამეს გააკეთებს საკუთარი შესაძლებლობებით”,- ამბობს უფლებადამცველი ვალერი გელბახიანი.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე გოგი წულაიას დააკავებენ.
კომენტარები