მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ვანის მერიამ ბიუჯეტიდან რესტორნებში 2 500 ლარი დახარჯა

ვანის მერიამ ბიუჯეტიდან რესტორნებში 2 500 ლარი დახარჯა

ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ  სარესტორნო ხარჯებში, მიმდინარე წელს 2 500 ლარი დახარჯა.

ვანის მერიის სარესტორნო ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საერთო ჯამში მიმდინარე წელს სარესტორნო ხარჯებისთვის 11 000 ლარია გამოყოფილი.

“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის  მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები