ვანში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ბადრი მებურიშვილი ადგილობრივებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობით, ვანის განვითარების საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველთან ერთად დაწერა.
ბადრი მებურიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში რთული მდგომარეობაა, თუმცა მოსახლეობის ჩართულობით და ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად შესაძლებელია.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
კომენტარები