მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ვანის მუნიციპალიტეტის მერია, ამაში დახარჯეთ 15 000 ლარი?“

“ვანის მუნიციპალიტეტის მერია, ამაში დახარჯეთ 15 000 ლარი?“

ვანის მერობის ყოფილი ოპოზიციონერი კანდიდატი ბადრი მებურიშვილი სოციალურ ქსელში ვანის საახალწლო ნაძვის ხის ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ათასი ლარი დახარჯა.

“არჩევნების გაყალბების შედეგად დასმული ვანის მერის და ასევე გაყალბების შედეგად დასმული საკრებულოს თავმჯდომარის სახე.

განსაკუთრებით მაგონებს მეორეს მამამისის ნაშრომებით, ნაყიდი პროფესორობით, რომ ამაყობს. (ბიძინას სტილი დაცულია) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვანის მუნიციპალიტეტის მერია, ამაში დახარჯეთ 15 000 ლარი?

ძვირფასო ვანელებო, წარმოიდგინეთ რას სჩადიან საახალწლო გაფორმებაზეც კი ფულს აკეთებენ და რა იქნება, როდესაც საქმე მსუყე ტენდერებზე მიდგება“, – წერს მებურიშვილი.

 

კომენტარები