მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა.

ჩანგრევა იმ დროს მოხდა, როდესაც მასზე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. მძღოლმა მანქანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოახერხა და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

მოსახლეობის თქმით, ხიდის დანგრევის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კარიერია, საიდანაც სატვირთო ავტომობილები დიდი ზომის ქვებით დატვირთული გადაადგილდებიან.

ასობით ოჯახი და რამდენიმე სოფელი ახლა რაიონულ ცენტრს სათადარიგო გზით უკავშირდება, რომელიც ძლიერი ნალექის შემთხვევაში, შესაძლოა, წყალმა წაიღოს.

 

კომენტარები