ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ყოველ წელს იკლებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ვანის მუნიციპალიტეტში 20 500 ადამიანი ცხოვრობს.
2021 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 21 200 შეადგენდა, 2020 წელს 21 600-ს, 2019 წელს 22 200 ადამიანს.
2012 წელს ვანში 25 400 ადამიანი ცხოვრობდა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველდღიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სტატისტიკას წარმოგიდგენთ.
კომენტარები