მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვასრულებ მატჩის წინ დადებულ პირობას”, – სტეფანე მღებრიშვილი ბაღდათში კონცერტს გამართავს

“ვასრულებ მატჩის წინ დადებულ პირობას”, – სტეფანე მღებრიშვილი ბაღდათში კონცერტს გამართავს

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი  ბაღდათში კონცერტს გამართავს.

საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის წინ, მომღერალმა სოციალურ ქსელში აუდიტორიას სთხოვა ჩამოეწერათ ის სურვილები, რომლებიც უნდოდათ, რომ ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში გაეკეთებინა და მათგან საუკეთესოს შეასრულებდა.

არტისტმა დადებული პირობა შეასრულა და დღეს უკვე დააანონსა, რომ ის იმერეთის რეგიონში,  ბაღდათში სოლო კონცერტს გამართავს.

“ფეისბუქზე დავწერე, რომ ფანტაზიებით რას მოისურვებდით რომ შევასრულო გამარჯვების შემთხვევაში-თქო და ბოლოს გიორგი ცაავამ დაწერა, თუ მოვიგეთ ბაღდათში ჩაატარებ სოლო კონცერტსო და ბოლოს ბაღდათში ვარჩიე კონცერტის ჩატარება და უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტექნიკურად ეს როგორ შევასრულოთ. მოკლედ იქნება ბაღდათში კონცერტი, ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მომღერალმა.

პირობის თანახმად მომღერალთან ერთად სიმღერას დუეტში “მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე შეასრულებს.

კომენტარები