მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ვაფრთხილებ ყველას, ხელი არ შეუშალონ ხვალ კოლონებს”

“ვაფრთხილებ ყველას, ხელი არ შეუშალონ ხვალ კოლონებს”

ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, ხელი არ შეუშალოს დასავლეთ საქართველოდან წამოსულ კოლონებს – ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, ხელი არ შეუშალოს იმ კოლონებს, რომელიც წავა დასავლეთ საქართველოდან. უამრავ ადამიანს სურს წასვლა. არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამ მართლმსაჯულების შედეგად მესამე პრეზიდენტი იყოს ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეჟიმის გამო დიდი საფრთხე აქვს ქვეყანას და ამიტომ ყველას ვთხოვთ, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხვალ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით ავტომანქანების კოლონები დედაქალაქისაკენ ქვეყნის ყველა რეგიონიდან გაემართება.

კომენტარები