მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვახტანგ გომელაური – კრიმინალი დაკლებულია

ვახტანგ გომელაური – კრიმინალი დაკლებულია

კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კრიმინალის გაზრდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

” ციფრები საჯაროა და ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ კრიმინალური შემთხვევები შემცირებულია. შარშან, მაგალითად, პირველად მოხდა, რომ წელიწადში 74 მკვლელობა მოხდა. 2012 წლამდე კი, ეს მაჩვნებელი იყო 300-330 შემთხვევა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს – 74 მკვლელობა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა. ეს უბედურებაა, არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ და ტყუილი უთხრათ.

ციფრებია დევს ჩვენ საიტზე, შეხედეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი? მე გელაპარაკებით ციფრებით, ფაქტებით და თქვენ გინდა, 50-იანები, გინდა, 90-იანი წლები დაარქვით. ფაქტები მომიყვანეთ და დაგეთანხმებით. სტატისტიკაში ყველაფერი აისახება, როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები