მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით, წინასაარჩევნო ტრიუკივით არ იყოს”

“ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით, წინასაარჩევნო ტრიუკივით არ იყოს”

რიონის ხეობის მთავარი მცველი ვარლამ გოლეთიანი “ენკას” გაწყვეტილ კონტრაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ენდობა.

“მთავარ არხთან” კომენტარში ამბობს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროსა და თავად “ენკას” მხრიდან ელოდება.

“ჯერ არ ვიცი რამდენად დაზუსტებული ინფორმაციაა, რაც ვრცელდება და ცოტა შინაგანად ისე ვარ განწყობილი, წინასაარჩევნო ტრიუკივით არ იყოს.

ველოდები მაინც საბოლოო დადასტურებას ეკონომიკის სამინისტროსგან და თვითონ “ენკმაც” თავის გვერდზე რომ დაწეროს”, – აცხადებს გოლეთიანი.

შეგახსენებთ, ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამოხვანში ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება

კომენტარები