ქუთაისში, პირველი სკოლის მოსწავლეები კლასელს ეხმარებიან. 14 წლის თიკა დოღონაძეს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროება.
ბავშვებმა კლასელის დასახმარებლად ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდიან.
“ვეხმარებით ჩვენს კლასელს, მას ახლა სჭირდება საზოგადოების გვერდით დგომა. ვყიდით ჩვენს მიერ დამზადებულ აქსესუარებს”, – ამბობენ სკოლის მოსწავლეები.
ვისაც ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გაუჩნდება, მათ აღნიშნულ ანგარიშის ნომრებზე შეეძლებათ დახმარება.
საბანკო რეკვიზიტები:
საქ. ბანკი: #GE74BG0000000161347823
თიბისი: #GE34TB7278145061100043
მიმღები: ნინო სარჩიმელია
კომენტარები