ქუთაისში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია. დაღუპულები არიან 20 წლამდე ახალგაზრდები – მარიამ ზვიადაძე და გიორგი ორმოცაძე.
ახალგაზრდები “მერსედესის” მარკის იმ ავტომობილში ისხდნენ, რომელიც დღეს დილით მდინარე წყალწითელაში გადავარდა.
“რატო გამამწარე ღმერთო რატომ,” – წერს სოციალურ ქსელში დღეს წყალწითელაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას დეიდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები