მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვინ არიან პირები, რომლებიც საპატიო ქუთაისელები გახდნენ

ვინ არიან პირები, რომლებიც საპატიო ქუთაისელები გახდნენ

“ქუთაისობა 2022”-ის ფარგლებში, ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ქუთაისის ახლადარჩეულ საპატიო მოქალაქეებს შესაბამისი სიგელები და სამკერდე ნიშნები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

2022 წელს საპატიო წოდების მფლობელები გახდნენ:

მწერალი ლერი ალიმონაკი, პროფესორი ოთარ ჭუმბურიძე, საზოგადოება “ქუთაისელის” წევრი ჯემალ ხაჭაპურიძე, მეუფე იოანე გამრეკელი, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი, აწსუ-ის რექტორი როლანდ კოპალიანი, პედიატრი ვერა (კუსა) ნოდია.

კომენტარები