მდინარე წყალწითელაზე ირაკლი ონიანმა 15 წლის მოზარდი დახრჩობას გადაარჩინა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი წყლის ქვეშ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, მოზარდის ნაპირზე ამოყვანის შემდეგ კი 8 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვას უკეთებდა.
“საქართველოს საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანს, რომელმაც 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა – ირაკლი ონიანი.11 ივნისს წყალწითელაზე ირაკლი ონიანმა და მისმა მეგობრებმა დროულად მოახერხეს ბავშვის ამოყვანა მღვრიე წყლიდან. ბავშვი დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა წყლის ქვეშ, მაშინ როდესაც ყველას მკვდარი ეგონა ბავშვი, ირაკლი მაინც არ დანებდა და დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა მას.
აუმუშავა პულსი, სასწრაფოს მოსვლამდე ამოასუნთქა ბავშვს. შედეგად დროულად მოხდა მისი გადაყვანა რეანიმაციაში და რამდენიმე დღეების ბრძოლის შემდეგ ბავშვი გონზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“, – წერენ თვითმხილეველები.
კომენტარები