მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია” – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

“ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია” – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი იპოვეს, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი კონტაქტზე თვითონ გამოვიდნენ.

“ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია” – წერს დაკარგულების ნათესავი ანი წერედიანი სოციალურ ქსელში.

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.

სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი.

კომენტარები