მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ვისმენთ მოსახლეობის პრობლემებს და ერთად ვმსჯელობთ, რა რესურსები გვაქვს ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად”

“ვისმენთ მოსახლეობის პრობლემებს და ერთად ვმსჯელობთ, რა რესურსები გვაქვს ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად”

“გახარია საქართველოსთვის” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებენ.

ელეონორა არჩაია პარტიის სხვა წევრებთან ერთად ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით ხვდება.

პარტიის წევრები მოსახლეობისგან ქალაქში არსებულ პრობლემებს პირადად ისმენენ და “გახარია საქართველოსთვის” ხედვებს აცნობენ.

“არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჩემ გუნდთან ერთად აქტიურად ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრას. ვისმენთ მათ პრობლემებსა და ერთად ვმსჯელობთ, რა რესურსები გვაქვს ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად. ადამიანების უმრავლესობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნდობას და მხარდაჭერას გამოთქვამს, რაც ძალიან გვახარებს. “გახარია საქართველოსთვის” არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო!” – აცხადებს ელეონორა არჩაია.

კომენტარები