პროტესტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქველეთუბანში. მოსახლეობა ქუჩაში ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო გამოვიდა.
ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ათეულობით ოჯახს იმიტომ სჯიან, რომ ისინი ოპოზიციურად განწყობილები არიან.
ადგილობრივების თქმით, სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ერთხელ გადაადგილდება, ასევე დაზიანებულია გზები, არ არსებობს სანიაღვრე ქსელი და სოფელს არ აქვს ნაგავშემკრები კონტეინერი.
“ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენი სოფლის პრობლემები ხელისუფლებას არ ადარდებს, ამ უბანში ტრანსპორტი კვირაში ერთხელ დადის, გზების ნაწილი მოუწესრიგებელია, ელემენტარული ერთი ურნაც არ დგას, ნაგავი რომ ჩააგდო. ტრანსპორტის მოსაცდელს გვიშენებდნენ და ისიც მიატოვეს. გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება გვსჯის, რადგან ოპოზიციურად განწყობილები ვართ”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
კომენტარები