საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალიდან”, დეპუტატი, POSTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.
ეს განცხადება ჯაფარიძემ პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან კამათის შემდეგ გააკეთა, მისი ამსახველი კადრები კი “ფორმულამ” გაავრცელა.
„ვინ კლავს?! მოიხედე ერთი, მოიხედე ერთი – სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან? ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი… მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში. [ამას] ვისაც გინდა, იმას ვეტყვი,“ – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ვიქტორ ჯაფარიძე, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, მესტიის მაჟორიტარი. 2010-დან 2012 წლამდე იყო მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
კომენტარები