ალბანური “ტირანას“ მთავარმა მწვრთნელმა ბლედი შკემბიმ “ტორპედოსთან“ მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ არ გაუმართლათ და გოლის გატანა შეეძლოთ.
“დასანანია, წაგება, როცა პირველ მატჩში შედეგს აღწევ. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, ზოგჯერ საშინაო მატჩები უფრო რთულია. გუნდით კმაყოფილი არ, მიუხედავად შედეგისა. სწრაფმა გოლმა გეგმები შეცვალა. პირველივე წუთებზე ეს ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ვისაუბრეთ, რომ მათი თავდამსხმელის წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა და ცოტა გამართლებით და სიმშვიდით შეგვეძლო გოლის გატანა“, – განაცხადა შკემბიმ.
“ტორპედომ“ “ტირანა“ ბიორნ იონსენის გოლით დაამარცხა და კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიას“ შეხვდება.
კომენტარები