ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას. თუ ბავშვები უკვე იბადებიან თავშესაფრებში, მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მაშინ მტერს არანაირი შანსი არ აქვს ამ სახალხო ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები, დაუმარცხებლები, ჭკვიანები, ამასთან ისინი საკუთარი სამშობლოსა და მიწის ერთგულები არიან. ისინი სამშობლოს არავის დაუთმობენ.
რამდენიმე საათის წინ უკრაინის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს ვესაუბრე. განსაკუთრებით კარგი ამბებია იტალიიდან, რომელმაც ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ასევე მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, პრეზიდენტ ერდოღანის, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი გადაწყვეტილება რუსული გემების შავ ზღვაში არ შემოშვების შესახებ, მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა. მან ეს გააკეთა.
პრეზიდენტმა ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთთან მოლაპარკებების შესახებ განაცხადეს, რაც პოზიტიური სიგნალია. ამასთან ჩვენმა დიპლომატებმა უკრაინის SWIFT-დან გასათიშად მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს. შედეგი მიღწეულია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეს გადაწყვტილება მიიღეს, რას სრულიად სამართლიანია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ლაჩრული შემოჭრა მილიარდები დაუჯდება. მინდა გითხრათ, რომ იმდენ ხანს ვიბრძლებთ, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები