პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება, რომლითაც ის ახალგაზრდებს მიმართავს.
“ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!
მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია.
ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან (გამონაკლისის გარეშე)… ესეც სარწმუნოება!!!
რაც ეხება ენას… თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა”, – წერს ზურაბიშვილი.
პრემიერ-მინისტრი ღია წერილში წერს, რომ “როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი”.
კომენტარები