მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას“, წყალტუბოს საკრებულოში დამოუკიდებლად გავაგრძელებ საქმიანობას”

“ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას“, წყალტუბოს საკრებულოში დამოუკიდებლად გავაგრძელებ საქმიანობას”

“პირადი განცხადებით ვტოვებ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 2004 წლიდან ვარ ამ პარტიაში. ურთიერთგაუგებრობა არის პარტიაში და ამ მიზეზით დავტოვე“,  – ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნარგიზ ტყაბლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოში საქმიანობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

“დღეს გავაკეთე პირველად განცხადება. არც იციან, რომ დავტოვე. დღეს, კრებაზე გაჟღერდა ეს განცხადება. საკრებულოში დამოუკიდებლად გავაგრძელებ საქმიანობას.

როცა არ არის ერთიანობა, იქ რა თქმა უნდა, მომავალში წარმატებებს და საქმიანობას უშლის ხელს“, – აღნიშნა ნარგიზა ტყაბლაძემ.

კომენტარები