მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზაზა თავაძე – იმერეთში ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს, ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლების ხმების მოპარვას

ზაზა თავაძე – იმერეთში ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს, ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლების ხმების მოპარვას

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლის ზაზა თავაძის განცხადებით, იმერეთში ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს, ხელისუფლება კი ამომრჩევლების ხმების მოპარვას ცდილობს.

თავაძე მოუწოდებს ყველას, ხმების დათვლის დროს ფხიზლად იყვნენ.

“მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც დღემდე ძალიან გაბედულად იცავდნენ ქართულ დემოკრატის და ეს დააფიქსირეს ყუთებთან. ხელისუფლება როგორც ჩანს, აგებს და თან აგებს ტოტალურად. ქუთაისის 76 უბანზე კანონმდებლობის  უხეში დარღვევით დანიშნული ჰყავთ მერიის საჯარო მოხელეები, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ ამომრჩეველზე. მეშვიდე უბანზე კობა ოდიშარიამ დაარიგა ფული, ასევე ამავე უბანზე მუშაობს მერიის თანამშრომელი ივეტა გეგუჩაძე, რომელიც ახდენს გავლენას ამომრჩეველზე.

დარღვევებია ზესტაფონში, სადაც გადასატანი ყუთის ბიულეტენებზე არ არის ამომრჩევლის ხელმოწერა, რითაც ვერ დასტურდება მისცა თუ არა ხმა ამომრჩეველმა. ტყიბულში გადის დიდ ეკრანზე კანონდარღვევით “ტვ იმედის” ტრანსლაცია, ასევე დარიგდა ფული 100 ლარის ოდენობით. მოკლედ რომ შევაჯამოთ იმერეთი, ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს, ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლების ხმების მოპარვას.

მოვუწოდებთ ყველას, რომ იყვნენ ფხიზლად, როდესაც უბნები დაიხურება და დაიწყება გადათვლა ყუთში არსებული ხმების. არ უნდა მივცეთ ჩვენი ევროპული მომავლის მოპარვა დღევანდელ მნიშვნელოვან არჩევნებზე”, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

კომენტარები