“ნაციონალური მოძრაობა” ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს.
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ზესტაფონის მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები მოსახლეობას ამანათებს ურიგებენ და არჩევნებზე “ქართული ოცნების” შემოხაზვას თხოვენ.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ამანეთბში მოთავსებულია საკვები პროდუქტები.
ოპოზიციამ ბრიფინგზე ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა წარმოადგინა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
კომენტარები