მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ზელენსკი – მოვუწოდებ მსოფლიოს, აღკვეთოს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯა

ზელენსკი – მოვუწოდებ მსოფლიოს, აღკვეთოს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯა

მე მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა, – ამის შესახებ “ტვიტერზე” უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

“მისი სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენონ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილი! უკრაინამ შემოგთავაზათ გამოსავალი.

მე მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა.

ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ევროპაში ადამიანის დე-ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა, სირცხვილია”, – წერს ზელენსკი.

კომენტარები