მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონელი შალვა გურეშიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

ზესტაფონელი შალვა გურეშიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რომელმაც ფინალში თურქი თათაროღლუსი დაამარცხა.

შალვა გურეშიძემ მიმდინარე სეზონში ყველა შეჯიბრება მოიგო, რომელშიც მონაწილეობდა. ერთი თვის წინ ის ჰააგაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი მოიგო ევროპის თასები პრაღასა და გრაცში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო. ვერცხლის მედლის მფლობელი ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) გახდა.

მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. დღეს, 8 ოქტომბერს ტურნირზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჩვენი შერეული გუნდის მიიღებს.

კომენტარები