ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის შალვა გურეშიძე, იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართა.
შალვა გურეშიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, პორტუგალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.
ახალგაზრდა ძიუდოისტმა მიმდინარე სეზონში ყველა შეჯიბრება მოგებით დაასრულა. ერთი თვის წინ ის ჰააგაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი ევროპის თასებს პრაღასა და გრაცში დაეუფლა.
კომენტარები