ზესტაფონელმა ძიუდოისტმა შალვა გურეშიძემ პრაღაში ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პრაღაში ევროპის თასზე სულ სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ – კოტე კაპანაძე (-73კგ), გიორგი ბადუაშვილი (-100კგ) და შალვა გურეშიძე (+100კგ).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ – ხვიჩა გაფრინდაშვილი (-66კგ), ლუკა ბაბუციძე (-81კგ), თამაზ კობერიძე (-90კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – თომა გელაშვილმა (-60კგ), ლუკა თურაზაშვილმა (-81კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (-100კგ), მიხეილ ჯაფარიძემ (-100კგ) და გიორგი ტაბატაძემ (+100კგ).
ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე მედლების მოპოვება ყველა წონით კატეგორიაში მოახერხეს. მძიმე წონაში კი ქართული ფინალი შედგა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, რადგან სხვა ოთხ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მხოლოდ იაპონელებმა მოიპოვეს.
კომენტარები