ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში “გახარია საქართველოსთვის” ორმა წევრმა პარტია დატოვა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ჭანტურიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ივა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერენ, რომ გახარიას პარტიას ტოვებენ და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.
მიზეზების შესახებ არცერთი მათგანი არ საუბრობს.
კომენტარები