მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზესტაფონის თეატრმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლი “ჰამლეტი” წარმოადგინა

ზესტაფონის თეატრმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლი “ჰამლეტი” წარმოადგინა

“თეატრალური იმერეთი 2024”-ის ფარგლებში დღეს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა სპექტაკლი “ჰამლეტი” წარმოადგინა.

“ყოფნა არ ყოფნა..“ ცნობილი ფრაზა „ჰამლეტის“ ტრაგედიიდან ასახავს სპექტაკლის მთავარ თემას – სიცოცხლე და სიკვდილი.

სპექტაკლის რეჟისორია ვატო ჯუღელი, სცენოგრაფია და კოსტიუმები – ხატია დავითაშვილი, კომპოზიტორი – ლუკა პაჭკორია, სასცენო მოძრაობა, პლასტიკა და ფარიკაობა – ამირან ქაჩიბაია.

მონაწილეობენ: კოსტა ფოცხვერაშვილი, თემურ ქველიაშვილი, ინგა კაკიაშვილი (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი), თემურ კიკნაველიძე, ნინიკო აბესაძე/ნანუკი მაკრახიძე, ალექსანდრე ტაბახმელაშვილი, ამირან ქაჩიბაია (გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი), ზურაბ აბესაძე, გია საგინაშვილი (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი), გიორგი გლოველი, ბადრი ტაბატაძე (იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი), ნანუკა ისიანი, მარეხ აბესაძე.

თეატრალური ფესტივალი იმერეთში 2010 წლიდან ყოველწლიურად, ივნისში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ტარდება. 2016 წლიდან მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები