ზესტაფონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილორივების თქმით, მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ფარგლებში, გვირაბების გაყვანა მიმდინარეობს, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა.
მოსახლეოების თქმით, მათ ხელთ ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ, სადაც პირდაპირ წერია, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია.
დასკვნის მომზადებასა და ადეკვატური კომპენსაციის მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართეს.
კომენტარები