ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყლაპივაკეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ლელაძეების 5-სულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, შეშის ღუმელი გახდა.
არსებული ინფორმაციით, იმ დროისთვის სახლში მხოლოდ მოხუცი ქალბატონი იმყოფებოდა.
“ძლიერი ქარის გამო სამწუხაროდ, სახლი მთლიანად დაიწვა. ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ. საშინელება მოხდა ამ ოჯახის თავს. ძალიან ვწუხვარ“, – აცხადებენ დაზარალებულების მეზობლები.
ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან.
კომენტარები