მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელვაკეში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა სანადირო თოფით დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები