მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზესტაფონიში, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა უცხოეთიდან მოტყუების სანაცვლოდ სამი ადამიანი ჩამოიყვანა, დაჰპირდა, რომ ბათუმში სილმაზის სალონში დაასაქმებდა, თუმცა ზღვისპირა ქალაქის ნაცვლად, აღნიშნული პირები ზესტაფონში წაიყვანა, პასპორტები ჩამოართვა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას.

ბრალდებული 1992 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დანაშაული თავისუფლების 12-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები