მთავარიახალი ამბებისლაიდი

ზესტაფონის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

ზესტაფონის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

ზესტაფონის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ და რუსულ აგრესიას გმობენ.

მათი თქმით, უკრაინა საქართველოს ახლო პარტნიორი ქვეყანაა და მასზე აგრესორის თავდასხმა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააპროტესტოს.

რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, ოკუპანტმა 4 დღის განმავლობაში დიდი დანაკარგი განიცადა როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის.

უკვე სამი საათია, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები