მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ზესტაფონობა” ადგილობრივებს ბიუჯეტიდან 80 000 ლარამდე დაუჯდებათ

“ზესტაფონობა” ადგილობრივებს ბიუჯეტიდან 80 000 ლარამდე დაუჯდებათ

“ზესტაფონობის” ღონისძიების ჩატარება ადგილობრივებს ბიუჯეტიდან 80 000 ლარამდე დაუჯდებათ.

ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

მათი  ინფორმაციით, ზუგდიდობის, ზესტაფონობისა და თბილისობის აღსანიშნად სამივე მერიამ შესყიდვების სააგენტოს მხოლოდ აგვისტოში მიმართა 3.5 მილიონი ლარის უტენდეროდ პირდაპირი წესით დახარჯვისთვის.

როგორც ორგანიზაცია წერს, თბილისის მერია თბილისობის ჩასატარებლად 3,140,175 დახარჯვას აპირებს, ზუგდიდის მერია ზუგდიდობის აღსანიშნავად 367,054 ლარს დახარჯავს, ხოლო ზესტაფონი 77,940 ლარს.

ზესტაფონის მერია ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალის “სულიკო 2023“ და სახალხო ზეიმის “ზესტაფონობა” ორგანიზებაში 77,940 ლარის დახარჯვას გეგმავს.

შოვის ტრაგედიის გამო გადაიდო შუამთობის დღესასწაული, რომელშიც 67,940 ლარი იხარჯებოდა.

ორგანიზაციის ცნობითვე, ღონისძიებების ნაწილი საავტორო ნამუშევრებია, რა შემთხვევაშიც გამარტივებული შესყიდვა გამართლებულია, თუმცა სხვა შემთხვევაში მერიებს წინასწარ ტენდერის გამოცხადება შეეძლოთ.

“გამარტივებული შესყიდვები კორუფციული რისკის მატარებელია, მაგრამ წლებია, სახელმწიფო ორგანოები წინასწარ პროგნოზირებად დღესასწაულებზე თანხებს გამარტივებული შესყიდვებით ხარჯავენ”, – წერს ფლანგვის დეტექტორი.

ცნობისთვის, “ზესტაფონობა” 23-24 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები